ლიბერთიმ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა დანერგა

11

ლიბერთიმ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი IT კომპანია ASSECO -სთან პარტნიორობით ძირითადი საბანკო სისტემის ე.წ Core სისტემის დანერგვა წარმატებით განახორციელა.

კომპანია ASSECO 1991 წელს, პოლონეთში დაარსდა და Software მწარმოებლებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. კომპანია საქართველოში 2013 წლიდან თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კომერციულ ბანკებთან და კერძო მსხვილ ორგანიზაციებთან და
თავის კლიენტებს მომსახურების სრულ ციკლს: საკუთარი Software-ის წარმოება, დანერგვასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

ლიბერთიში წარმატებით დანერგილი პროექტი, უპრეცენდენტო და უნიკალური გახლავთ ქართულ საბანკო სივრცეში, რადგან კომპანია ASSECO-ს არაერთ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად ე.წ Core სისტემის სრული განახლება დღემდე არცერთ ბანკს არ განუხორციელებია.

“ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ASSECO- თან თანამშრომლობით დავნერგეთ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებას და საბანკო ოპერაციების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას და მომავალში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, არაერთ უპრეცენდენტო საბანკო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს” – განაცხადა “ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

კომპანია ASSECO მსოფლიო მასშტაბით. 22 000 ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და შემოსავალი 2017 წელს 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ASSECO GEORGIA 2013 წელს დაარსდა და თანამშრომლების რაოდენობა უკვე 60-ზე მეტს აჭარბებს. ამჟამად Asseco Georgia-ს ისტორია 15 ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტსა და 5 ზე მეტ პროდუქტს მოიცავს, რომელშიც შედის ERP, HR, Docflow, Workflow, DataWare house და ასე შემდეგ. 1 წელზე მეტია რაც კომპანიაში Agile მეთოდოლოგია დაინერგა.

“ასსეკო”-ს ოფისს საქართველოში შემოაქვს და ნერგავს ევროპულ ცოდნასა და ხარისხს. საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა AGILE მეთოდოლოგიის გამოყენებით იქმნება და წარმოების სრული ციკლი ხარისხის მართვის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

“ასსეკო”-ს მიერ შექმნილი პროდუქცია განკუთვნილია ისეთი მაღალტექნოლოგიური სფეროებისთვის, როგორებიცაა: საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სატელეკომუნიკაციო, ელექტროენერგეტიკური და მრავალი სხვა.. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ასსეკო”-ს პროგრამული უზრუნველყოფით იფარება ამ ბიზნეს მიმართულებების მოთხოვნების სრული სპექტრი.

Comments
Loading...