ლიბერთიმ მომსახურების გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით ქოლ ცენტრში ინოვაციური სისტემა დანერგა

12

ლიბერთიმ განახორციელა მომხმარებელთა მხარდაჭერის ავტომატიზაციის პროექტი და ქოლ ცენტრში დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც მომხმარებელი დისტანციურად იღებს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებას.

მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, ქოლცენტრის კონსულტანტი, შემომავალი ზარისთანავე, თავიდანვე ამომწურავად ინფორმირებულია მომხმარებლის ისტორიის შესახებ, რაც არსებულ მონაცემებზე მორგებულ სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ, ზარის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, იღებს საჭირო ინფორმაციას, მისთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

“ჩვენი მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გამარტივება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები.

მომხმარებლის ლოიალურობისა და კმაყოფილების ზრდისთვის, არაერთ ტექნოლოგიურ პროექტზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე ქოლ ცენტრში დანერგილი ახალი სისტემით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და პარალელურად განვტვირთავთ ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებს”- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ

Comments
Loading...