- Advertisement -

ლექვინაძე: ფინანსურ ჰაბთან და არბიტრაჟთან დაკავშირებული ინიციატივა ბიზნესისთვის მისაღებია

6

ბიზნეს ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ამის შესახებ პრემიერთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ ბიზნეს ომბუდსმენმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ფინანსურ ჰაბსა და არბიტრაჟზე ბიზნესისთვის მისასალმებელია.

“შეხვედრაზე იყო საუბარი შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ, იყო საუბარი უცხოელებისთვის მიწის გასხვისებაზე, ასევე თამბაქოს კონტროლზე. ძალიან ბევრი კონკრეტული ქეისი იყო, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს გააჩნიათ.

ვისაუბრეთ ენერგეტიკულ საკითხებზე, გარკვეულ რეგულაციებზე, რომელიც ქვეყანაშია დაგეგმილი. ზოგი ევროპასთან ვალდებულებების ნაწილში, ზოგიც კი პოლიტიკის ნაწილში, რომელიც ხელსუფლების მიერ არის განცხადებული.

ახალი ინიციატივები რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა ჯერ კიდევ ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ორივე ინიციატივა მისაღებია ბიზნესისთვის. პირველი არის ის, რომ 34 ქვეყნიდან, მათ მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში გახსნან კომპანიები, ანგარიშები, ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე და მართონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ქვყანა იქცეს ფინანსურ ჰაბად.

მეორე, არბიტრაჟი და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითები ამ კვირაში ინვესტორთა საბჭოზეც იქნა გაჟღერებული, იქ არის რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივებისა. ბიზნესი დღეს, რომ საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, ამ ხარვეზებს უნდა უპასუხოს”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

Comments
Loading...