ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს

9

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

” რეამინაციულ განყოფილებაში არის ექვსი პაციენტი. გუშინ, ერთი პაციენტი, ქალბატონი გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი იყო. მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში, ქალბატონი კლინიკიდან გაეწერება“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებულ ორსულს, ლევან რატიანის განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დადასტურებულია ორსულის შემთხვევა, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ასევე დედის შეესაბამება ფიზილოგიურ მდგომარეობას და ყველა გართულების გარეშეა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Comments
Loading...