ლევან კალანდაძე: წარმოუდგენელია ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს

12

„ყოვლად წარმოუდგენელია ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ყალიბდება თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე აღნიშნავს.

„ფასი იქნება ისეთი, როგორი მოთხოვნაცაა ბაზარზე ამა თუ იმ წელს. შესაბამისად, ზოგიერთ წელს ყურძნის ფასი მოიმატებს, ზოგიერთ წელს დაიკლებს. ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია.

ივლისის მოვლენების შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა მოლოდინები რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით და იმის მიუხედავად, რომ რუსული მხარის მიერ დაანონსებული ემბარგო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის არ დაწესდა, ამან მაინც შეცვალა მოლოდინები და დღის წესრიგი ქართული ექსპორტიორი კომპანიებისათვის. ბუნებრივია, ქართული კომპანიები უფრო ფრთხილობენ, ნაკლებად რისკავენ და ეს გარკვეულ წილად შესაძენი და ჩასაბარებელი ყურძნის მოთხოვნაზეც და აქედან გამომდინარე, ფასზეც აისახება.

ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა და მოლოდინების დასტაბილურების პარალელურად ჩასაბარებელ ყურძენზე მოთხოვნა ისევ დასტაბილურდება და ყურძნის ფასიც შესაბამისად მოიმატებს“, – აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

Comments
Loading...