ლევან დავითაშვილი: პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, ხელს უშლის პროცესის სწორად, წარმართვას

10

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული ძალების ქმედებებს, რომლებიც, მე ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ამაზე არაერთი განცხადება მქონდა. პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას და რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების, ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების ინტერესებს არანაირად არ პასუხობს. პირიქით, აზიანებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც მეღვინეობის სფეროში პანდემიის ფონზე გატარდა.

Comments
Loading...