ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ხვალ 1 დოლარი 2.87 ლარი ეღირება

7

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებით 0.0321 პუნქტით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.8791 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.8470 ლარად არის შესაძლებელი.

ლარი 0.0402 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 ევროს ღირებულება 3.2758 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 3.2356 ლარი ღირს.

Comments
Loading...