- Advertisement -

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა – ხვალ ერთი დოლარი 2.75 ლარი ეღირება

11

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.0141 პუნქტით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.7524 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.7383 ლარად არის შესაძლებელი.

ლარი 0.0224 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 ევროს ღირებულება 3.1386 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 3.1162 ლარი ღირს.

Comments
Loading...