კორონა ვირუსის გამო დროებით უმუშევრად დარჩენილებს კომპანია “დოქტორ გუდსი” • Doctor goods დასაქმებას სთავაზობს

20

ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, სამწუხაროდ კომპანიების ნაწილმა დროებით შეაჩერა სამუშაო პროცესი, შესაბამისად ბევრი ჩვენი მოქალაქე დროებით სამუშაოს გარეშე დარჩა. სამედიცინო ტექსტილის საწარმო „დოქტორ გუდსი • Doctor Goods” გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ასეთ კომპანიებთან და იმ ადამიანებს რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ სამუშაო ადგილები შესთავაზოს. 

გთავაზობთ შემდეგ პოზიციებს:

მკერავები;

საწარმოში დამხმარე თანამშრომლები.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე 593 100001 ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/drgoods.ge/

Doctor goods • დოქტორ გუდსი  წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის ერთადერთ ქართულ საწარმოს რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა.

„დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიული შემოფარგვლებს, ქირურგიული ხალათები და ა.შ.

გამომდინარე მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პანდემიიდან საწარმომ დაიწყო ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონების წარმოებაც.

Comments
Loading...