“კონტი ჯგუფმა” “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვა

6

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” ადასტურებენ, რომ პროექტიდან ამერიკული ჯგუფი “კონტი” გავიდა. ამის შესახებ bm.ge კონსორციუმის აღმასრულებელ დირექტორზე ლევან ახვლედიანზე დაყრდნობით წერს.

გარდა იმისა, რომ “კონტი ჯგუფმა” მენეჯმენტი დატოვა, ისინი აქციებსაც აღარ ფლობენ.

ამერიკული “კონტი ჯგუფი” “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ერთ-ერთი აქციონერი იყო. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, კონსორციუმში არ ასახელებენ.

Comments
Loading...