კომპანიებს, რომლებსაც ეროვნულ წარმოებაში დიდი წვლილი შეაქვთ, გერმანია გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება

8

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, განსაკუთრებული მხარდაჭერა გაუწიოს იმ გერმანულ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო როლს ასრულებენ ბაზარზე და რომელთა დაცვაც ეროვნულ ინტერესებშია. ამის შესახებ ბერლინში, ჟურნალისტებთან ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განაცხადა.

კომპანიებს, რომელთა მხარდაჭერასაც ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, კონკურენციას უწევენ აშშ-სა და ჩინეთის მხრიდან. აღნიშნულ კომპანიებს შორის კი მინისტრმა დაასახელა Siemens (“სიმენსი”), Thyssenkrupp (“ტისენკრუპი”), Deutsche Bank (“დოიჩე ბანკი”).

“ამ საწარმოების არსებობა შედის ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში შედის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ალტმაიერმი მიესალმება ბავარიის მიწების პრემიერმინისტრის მარკუს ზედერის ინიციატივას, რომელიც გერმანიის საავტომობილო წარმოების მხარდაჭერის შესახებ ეროვნული პაკეტის გაფორმებას გულისხმობს. პაკეტი კი მოიცავს ტექნოლოგიის განვითარებას, გამოკვლევების ჩატარებას და სამუშაო ადგილების ზრდის ტემპის შენარჩუნებას.

Comments
Loading...