კომპანიები Peugeot Societe Anonyme და Fiat Chrysler Automobiles შესაძლოა გაერთიანდნენ

6

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Peugeot Societe Anonyme (Groupe PSA) და Fiat Chrysler Automobiles (FCA) გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია FCA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

მოლაპარაკებების მიზანს მსოფლიოში ავტომობილების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის შექმნა წარმოადგენს. პოტენციური შეთანხმების შესახებ ინფორმაცია კი არ ვრცელდება.

აქამდე აღნიშნული მოლაპარაკების შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წერდა.

გამოცემის ვერსიის თანახმად, კომპანიების გაერთიანებას შესაძლოა სათავეში ჩაუდგეს PSA-ს გენერალური დირექტორი კარლოს ტავარესი, ხოლო Fiat Chrysler-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი შესაძლოა დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდეს.

თუკი გაერთიანება განხორციელდება, მაშინ ახალი კომპანია, მსოფლიო რეიტინგში, გაყიდული ავტომობილების რაოდენობით მეოთხე ადგილს დაიკავებს.

Comments
Loading...