კომპანია Versace-მ ჩინეთის წინაშე ბოდიში მოიხადა

16

კომპანია Versace-ს შემდეგ კომპანიებმა Givenchy და Coach ბოდიში მოიხადეს ჩინელი კლიენტების წინაშე მაისურების გამო, რომლებზეც ჩინეთის რუკა არის გამოსახული. ამგვარი რეაქცია მოჰყვა კომპანიის პროდუქციის ბოიკოტირების მოთხოვნას.

Givenchy-მ, რომელმაც თავის მაისურებზე ჰონგ კნგი და ტაივანი გამოსახა, როგორც ჩინეთისგან დამოუკდებელ ტერიტორიებად, ბოდიშის მოხდა ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გადაწყვიტა.

„ჩვენ ბოდიშს ვიხდით შეცდომის გამო, რომელიც გახდა კლიენტებს შორის სალაპარაკო თემა. ჩვენ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. Givenchy ყოველთვის პატივს სცემდა ჩინეთის ტერიტორიალურ მთლიანობას და ყოველთვის ერთიანი ჩინეთის პრინციპს უჭერდა მხარს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე ანალოგიური ბოდიში მოიხადა კომპანია Versace-მაც, რომელმაც მაისურებზე ჩინეთისგან ჰონგ კონგი და მაკაო გამოყო.

Comments
Loading...