კომპანია Valve, საკულტო თამაშ Half-Life-ის მესამე ნაწილს გამოუშვებს

12

კომპანიამ Valve, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, წარადგინა ახალი თამაში, რომელიც Half-Life-ის სამყაროში ვითარდება. თამაშის ორ-წუთიანი ტრეილერი კომპანიის Twitter-ზე არის გამოქვეყნებული.

ახალი Half-Life: Alyx-ის მოქმედება, თამაშის ორიგინალი სერიების პირველ და მეორე ნაწილებს შორის ვითარდება. იგი ეხება თამაშის მეორე ნაწილის გმირს ალიქს ვენსს და მის მამას ილაის. ისინი ებრძვიან ორგანიზაციას, რომელსაც „ალიანსი“ ჰქვია, რომელმაც, სიუჟეტის მიხედვით, დედამიწის ოკუპაცია მოახდინა.

თამაში ხელმისაწვდომი მხოლოდ VR-პლატფორმაზე იქნება და იგი 2020 წლის მარტში გამოვა. თამაშის მხარდაჭერა აქვთ Valve Index, HTC Vive, Oculus Rift და Windows Mixed Reality მოწყობილობებს.

კომპიუტერული თამაში Half-Life, რომელიც შუთერის ჟანრია, ფიზიკოსს გორდონ ფრიმენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც, სამეცნიერო ექსპერიმენტისას მომხდარი წარუმატებლობის გამო, იძულებულია, გადაარჩინოს დედამიწა პარალელური რეალობიდან უცხოპლანეტელების შემოჭრისგან.

პირველი თამაში 1998 წელს გამოვიდა და საკულტო თამაშად იქცა. ორიგინალი სერიის ბოლო თამაში კი – Half-Life 2: Episode Two – 2007 წელს გამოვიდა. სერიებს რამდენიმე სპინ-ოფიც აქვს. ბოლო მათგანი – Portal 2 – კომპანიამ Valve 2011 წელს გამოუშვა.

Half-Life-ის მესამე ნაწილი, ბოლო 12 წლის განმავლობაში სამჯერ დაანონსდა, თუმცა მისი გამოსვლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა.

Comments
Loading...