კომპანია Tesla, პოტენციური პრობლემების გამო, უკან 15 000 ავტომობილს გაიხმობს

19

კომპანია Tesla, პოტენციური პრობლემების გამო, რომლებმაც შესაძლოა საჭის გამაძლიერებლის პრობლემები გამოიწვიოს, უკან გაიხმობს დაახლოებით 15 ათასს კროსოვერ Model X-ს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ის ეროვნული გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ დღეს განაცხადეს, რომ ალუმინის ბოლტები, რომლითაც მიმაგრებულია საჭის მექანიზმის გამაძლიერებელი რედუქტორის კორპუსზე, შესაძლოა მათ კოროზია მოხდეს და გატყდეს. ეს კი, თავის მხრივ სიმძლავრის შემცირებას, ან საერთოდ გამაძლიერებლის გათიშვას გამოიწვევს.

საუბარია 14 193 ავტომობილზე აშშ-ში და 843 ავტომობილზე კანადაში. Tesla განახორციელებს აღნიშნული ბოლტების შეცვლის ორგანიზებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში გამოცვლის საჭის მექანიზმს. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ გაუმართაობას არ გამოუწვევია ავარიები ან რაიმე სახის დაზიანებები.

Comments
Loading...