კომპანია Rusal-ის აქციები ჰონგ-კონგის ბირჟაზე 5,7%-ით გაიზარდა

8

ჰონგ-კონგის სავაჭრო ბირჟაზე რუსული კომპანია Rusal-ის აქციები 5,7%-ით იზრდება, რაც სანქციების მოხსნის მოლოდინის ფონზე ხდება.

ადგილობრივი დროით 9:00 საათის მდგომარეობით, კომპანიის აქციების ზრდა 5,71% იყო, 2,59 ჰონგ-კონგური დოლარი, ანუ დაახლოებით 21,9 რუბლი აქციაზე.

აქამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, ინვესტორებისთვის კომპანიებთან En+, Rusal და “ევროსიბენერგო” შეთანხმებების გაფორმების ვადა 28 იანვრამდე გაახანგრძლივა. დემოკრატების რეზოლუციამ, რომელიც დერიპასკის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება, საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო, რათა ეს საკითხი აშშ-ის სენატზე, საბოლოო ხმის მიცემაზე გაეტანათ.

რუსული კომპანიებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები აპრილში განხორციელდა. დეკემბერში კი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში დერიპასკის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას აპირებდა, ხოლო თავად ბიზნესმენის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები კვლავ ძალაში დარჩებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული, რაც დერიპასკიმ განაცხადა, რომ საკუთარ წილს კომპანიაში En+ 44,95%-მდე შეამცირებდა.

Comments
Loading...