კომპანია Lexus-ი მინივენს გამოუშვებს

17

კომპანიამ Lexus, თავის ისტორიაში პირველი მინივენის თიზერი გამოაქვეყნა. ავტომობილის პრემიერა კი, აპრილის შუა რიცხვებში, ნიუ-იორკის მოტორ-შოუს ფარგლებში გაიმართება.

ახალი მოდელი Toyota Alphard-ის სახეცვლილი ვერსია იქნება, გაზრდილი კომფორტის მქონე სალონითა და განათების მაქსიმალური დონით. ბაზარზე მსგავსი ავტომობილის გამოჩენით ძალიან დაინტერესებული არიან კლიენტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, სადაც Alphard ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Lexus-ის ჩრდილოამერიკულმა განყოფილებამ უკვე დაარეგისტრირა სასაქონლე ნიშნები LM 350 და LM 300h.

LM 350 მოდელს ექნება 3,5-ლიტრიანი ბენზინის ატმოსფერული ძრავა V6, რომელიც 300 ცხენის ძალის არის. LM 300h კი აღჭურვილი იქნება ჰიბრიდული ძალის მქონე დანადგარით, რომელშიც 2,5-ლიტრიანი ძრავა ელექტრონულ აგრეგატთან ერთად იმუშავებს. მისი ძალა კი 200 ცხენის ძალის ტოლფასი იქნება.

Comments
Loading...