კომპანია Intel-მა, 14 წლის განმავლობაში პირველად ლოგოტიპი შეცვალა

5

კომპანია Intel-მა თავისი ახალი ლოგო წარადგინა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ეს Intel-ის ბრენდინგს მკვეთრად ამარტივებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ახალი ლოგო დახვეწილი სიმეტრიით და პროპორციებით მისდევს ძველი ვერსიების მემკვიდრეობას, რაც მას როგორც ნაცნობს, ისევე ახალს ხდის.

ტექსტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წერტილი i-ს თავზე განასახიერებს კომპანიის პროცესორების პოტენციალსა და ძალას. კომპანია დაარსდა 1968 წელს. Intel აწარმოებს ელექტრონულ მოწყობილობებს და კომპიუტერულ კომპონენტებს, მათ შორის მიკროპროცესორებს. კომპანიის ბრუნვამ 2019 წელს 72 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Comments
Loading...