კომპანია “Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

7

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა და დირექტორმა შეხვედრა გამართეს ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის “Iberostar Group”.

კომპანია “Iberostar Group” 1956 წელს, კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მოღვაწეობს 20-მდე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია. ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს “პირველი ხაზის” სასტუმროები (“first line” hotels), რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი-ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით.

ასევე, საუბარი იყო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ ნაკადზე და შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მზარდ მოთხოვნაზე, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და დაბალ გადასახადებზე.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია დაინტერესდა საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალით, კერძოდ: შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით, საქართველოს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და უსაფრთხო ბიზნეს გარემოთი.

Comments
Loading...