კომპანია HUAWEI-ს ფლაგმანური სმარტფონები საქართველოშიც გაიყიდება

18

სულ მალე ქართველი მომხმარებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდება. დეკემბრიდან, HUAWEI–ს ფლაგმანური სმარტფონები საქართველოშიც გაიყიდება.

“ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,” – ასეთი შეფასება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად – ეს მსოფლიომაც აღიარა.

HUAWEI-ს ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გულგრილი ვერც ქართველი მომხმარებელი დატოვა. და მაინც, რომელი ბრენდის სმარტფონებს ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად და რას ანიჭებენ უპირატესობას: პროცესორის სიმძლავრეს, ოპერატიულ მეხსიერებას, ელემენტის რესურსს, დიზაინს, ეკრანის სიდიდეს თუ ფასს.

როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებელს, მოსწონს უნიკალური სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია: მაქსიმალური ეკრანი, ორიგინალური დიზაინი, ეკრანის სიკაშკაშე, საუკეთესო გრაფიკული გამოსახულება და ძლიერი პროცესორი. როგორც ირკვევა, აღნიშნული მაჩვენებლები ქართველ მომხმარებელს საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუადვილებს. კომპანია HUAWEI-ს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

HUAWEI Mate20 – მაქსიმალური ეკრანი – მაქსიმალური სიამოვნება

საინტერესოა, რამდენ საათს მოიხმართ დღეში თქვენს ტელეფონსყურებით. 2, 3 თუ 6 საათი?
საკმაოდ, რთულია იმის გარკვევა თუ რა დროს ვატარებთ ეკრანებთან. და რა არის კავშირი ყველა ამ ურთიერთქმედებას შორის? აპლიკაციების გამოყენება, ინტერნეტით სარგებლობა, ფოტოების გადაღება, ვიდეოების ყურება – ყველა ეს ქმედება უმეტესწილად მოითხოვს ეკრანთან დამოკიდებულებას. გასაკვირი არ არის, რომ ტელეფონის მწარმოებლები ინვესტირებას ახდენენ ეკრანებზე – მინიმალური ჩარჩოებით, მაქსიმალური რეზოლუციითა და კონფიგურირების ფუნქციებით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიგრძნონ საუკეთესო ეკრანის გამოცდილება.

ორიგინალური დიზაინი

HUAWEI ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებლის ინტერესები აშკარად გაითვალისწინა როდესაც ქმნიდა 6.53”-იან RGBW, HDR ეკრანს HUAWEI Mate20 სერიისთვის. შუშის ზედაპირი, მისი დაბოლოება. და მომრგვალებული კიდეები კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის სმარტფონის დიზაინს. – თამაშების მოყვარულებს, ფოტოგრაფებსა და უბრალოდ ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ HUAWEI Mate20 სერიის განიერი ეკრანითა და დამატებითი ზედაპირით.

ყოველდღიური სმარტფონის გამოცდილება აყვანილია ახალ დონეზე HUAWEI-ს მრავალი მოსახერხებელი ფუნქციების წყალობით. მომხმარებლებს შეუძლიათ უამრავი კორექტირება შეიტანონ ეკრანის ფუნქციებში, გამოიყენონ თვალის კომფორტის რეჟიმი ლურჯი შუქის გასაფილტრად, ფერის ტემპერატურა აკონტროლონ და შესაძლებლობა აქვთ მოარგონ ეკრანის ტემპერატურა გარშემორტყმულ ღია ფერს. რაც დიდ გავლენას ახდენს მეილის წაკითხვიდან დაწყებული, ფოტოების დამუშავებით დამთავრებული.

სიკაშკაშე

როდესაც ააქტიურებთ ფუნქციას როგორიცაა კომფორტის რეჟიმი იგი ამცირებს დატვირთვას თქვენს თვალებზე და თქვენ უფრო უსაფრთხოდ შეძლებთ ტელეფონის გამოყენებას, კაშკაშა რეჟიმი უზრუნველყოფს იმას, რომ კაშკაშა მზის შუქშიც შეძლებთ სმარტფონის გამოყენებას და საუკეთესო დეტალებს გამოამჟღამებთ ფოტოს Instagram-ზე დადებისას. იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობას აქვს სრული HD+ 1080×2244-იანი რეზოლუცია, თქვენ გაქვთ ეკრანი რომელიც მკაფიოდ ანათებს და ფერებს მეტ სიღრმეს ანიჭებს.

უმაღლესი ხარისხის ეკრანი

ამ ეტაპზე, ხარისხიანი ეკრანი ნებისმიერი სმარტფონის ძირითადი ასპექტია – ძლიერ პროცესორს შეუძლია უზრუნველყოს უკეთესი გრაფიკული გამოსახულება და კარგი მუშაობის ხარისხი, თუმცა კარგი ეკრანის გარეშე, მომხმარებელს ისეთი შეგრძნება დარჩება, რომ რაღაც მეტი სჭირდება. საბედნიეროდ, ასეთი განწყობა გამორიცხულია,როდესაც საქმე ეხება HUAWEI Mate20 სერიას.

“HUAWEI Mate20 სერია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო “მეგობარი”. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ სრულყოფილ ცხოვრებას. – განმარტავს HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ იუ და არცთუ უსაფუძვლოდ.

ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პროცესორით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში.

და მაინც, რა განაპირობებს HUAWEI Mate20 სერიის უპირობო ლიდერობას:

• ყველაზე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინი, უნიკალური ფერებით.
• HUAWEI Mate20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც 20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს.
• ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წინასწარ დაადგინო სამუშაო დატვირთვის სიძლიერე და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.
• ახალ სმარტფონში სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვავებით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).
• HUAWEI Mate20 სერიას აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული ოპერატიული სისტემა EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 – უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.
• HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.
• HUAWEI Mate20 სერია სმარტფონი არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი –GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის მხოლოდ 10 წამი სჭირდება.
• HUAWEI Mate20 სერიას აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საშუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა. 3D სიღრმისეული სენსორის მქონე კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.
• HUAWEI Mate20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს. ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Comments
Loading...