კომპანია Huawei, სანქციების პირობებში მუშაობისთვის თანამშრომლებს პრემიებს გადაუხდის

3

ჩინური კომპანია Huawei პრემიებს გადაუხდის თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters-ი Huawei-ის HR-დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მთლიანობაში, კომპანია პერსონალზე 2 მილიარდ იუანს მიმართავს, რაც 286 მილიარდი აშშ დოლარია.

„ეს თანხა იქნება აღიარება იმ სამუშაოსთვის, რომელსაც თანამშრომელი აშშ-ის მხრიდან ზეწოლის პირობებში გაწევს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე დიდ ანაზღაურებას მიიღებენ R&D-ის განყოფილების თანამშრომლები და სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკის აშშ-ის საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე მუშაობენ. მიმდინარე თვეში Huawei აგრეთვე ორმაგ ხელფასს გადაუხდის თითქმის ყველა თანამშრომელს. მთლიანობაში კომპანიაში 190 000 ადამიანი მუშაობს.

მაისში, აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია Huawei-ს და მასთან დაკავშირებული დაახლოებით 70 ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ 5G-ის ქსელის ტექნიკას, რომელზეც აგრეთვე Huawei-ც მუშაობს, ჩინეთი შპიონაჟისთვის იყენებს. დაწესებული სანქციები ითვალისწინებს აშშ-ის კომპანიებისთვის Huawei-ს ტექნოლოგიისა და ტექნიკის შესყიდვის აკრძალვას. ამიტომ, კომპანიამ Huawei თავის მხრივ, ამერიკული ტექნოლოგიის ალტერნატივის ძებნა დაიწყო.

Comments
Loading...