კომპანია Huawei აშშ-ის შავ სიაში აღმოჩნდა

14

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო, ეროვნული უსაფრთხოების გამო, კომპანია Huawei-ს და მის 70 განყოფილებას შავ სიაში შეიყვანს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც კომპანია ჩართულია საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და გარეპოლიტიკურ ინტერესებს.

საუბარია კომპანიის მიერ ე.წ. Entity List უწყების შესახებ. აღნიშნულ სიაში შეყვანილ კომპანიებს ეკრძალებათ დეტალებისა და კომპონენტების შესყიდვა ამერიკული მწარმოებლებისგან სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებისგან უნდა მიიღო.

15 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ეკრძალებათ ისეთი მოწყობილობების შესყიდვა, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებას. Huawei კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ტრამპის განკარგულება კომპანიის უფლებების ხელყოფას წარმოადგენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ახალი შეზღუდვები სრულიად მიუღებელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ Huawei-ს წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი არა, აშშ-ის არჩევნის შეზღუდვას გამოიწვევს.

“აშშ-ში უფრო დაბალხარისხიანი და ძვირადღირებული ალტერნატივების გამოყენება მოუწევთ”, – აცხადებენ კორპორაციაში.

Comments
Loading...