კომპანია Google, ნიუ-იორკში ახალი კამპუსისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

11

კომპანია Google-ი, ნიუ-იორკში ახალი კამპუსის შექმნაში 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კორპორაციის ფინანსური დირექტორი რუტ პორატი Google-ის ოფიციალურ ბლოგზე წერს.

კამპუსის შემადგენლობაში იქნება სამი შენობა: ორი მათგანი კომპანიამ უკვე აიღო იჯარით, მესამესთან დაკავშირებით კი პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სივრცის ფართობი საერთო ჯამში დაახლოებით 158 000 კვადრატული მეტრია. იგი მანჰეტენის რაიონში, მდინარე ჰადსონის სანაპიროსთან, ჰადსონ-სტრიტსა და ვაშინგტონ-სტრიტზე იქნება.

პორატის თქმით, კომპანია ორ შენობაში 2020 წელს შევა, ხოლო მესამე შენობაში – 2022 წელს. 2018 წლის მარტში, Google-მა განაცხადა, რომ გააუქმა შეთანხმება ახალი უძრავის ქონების შესყიდვის შესახებ.

ამგვარად, Google გახდება რიგით მეორე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ის შემდეგ, რომელმაც გაფართოებისთვისა და ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით ნიუ-იორკი აირჩია.

მიმდინარე წელს, Amazon-მა განაცხადა, რომ განახორციელებს 5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას და შექმნის 50 000 სამუშაო ადგილს ორ ახალ შტაბბინაში, რომლებიც ნიუ-იორკში, ქალაქ არლინგტონში განთავსდება.

Comments
Loading...