კომპანია Facebook-მა ლოგოტიპი განაახლა

3

კომპანია Facebook-მა თავისი ლოგოტიპი განაახლა, რათა მომხმარებლებს იგი არ აერიოთ სოციალური ქსელის დასახელებაში. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Facebook-მა მუშაობა დაიწყო, როგორც ერთიანმა პროგრამამ, თუმცა ახლა იგი უკვე თავის მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს – როგორც ურთიერთობისთვის, აგრეთვე ბიზნესის განვითარებისთვის.

„ჩვენ გთავაზობთ კომპანიის ახალ ლოგოტიპს, რითიც გვინდა, რომ კომპანია Facebook-ი კიდევ უფრო გამოეყოს Facebook აპლიკაციას, რომელიც შეინარჩუნებს თავის დიზაინს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ლოგოტიპში კომპანიის სახელწოდება დიდი ასოებით არის გამოსახული და აგრეთვე მისთვის შექმნილი სპეციალური შრიფტით. სოციალური ქსელის სახელწოდება კი პირიქით, პატარა ასოებით იწერება. განახლებული ლოგოტიპი, თავის Facebook ანგარიშში, კომპანიის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა.

Comments
Loading...