კომპანია Apple, iPhone-ის ბოლო მოდელების წარმოებას ინდოეთშიც განახორციელებს

7

კომპანია Apple, iPhone X-ის მოდელების გამოშვებას ინდოეთში, ადგილობრივი ტაივანური კონცერნის Foxconn-ის მეშვეობით აპირებს. კომპანია უმსხვილესია სმარტფონების აწყობაში. ამის შესახებ Reuters წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოდელებს iPhone X, XS, XS Max და XR-ს ტამილნადის სამხრეთ შტატში ააწყობენ.

ინდოეთში, 2019 წლიდან iPhone-ის აწყობის დაწყების შესახებ პირველად ადგილობრივმა გამოცემამ დაწერა. საკითხი 25 დეკემბერს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა განიხილა. ამასთან, არ დაკონკრეტებულა, თუ რომელ მოდელებზე იყო საუბარი.

Reuters-თან საუბრისას, ტამილანდის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია Foxconn-მა 356 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა გააფართოოს შტატში მდებარე ქარხანა და შექმნას 25 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

აქამდე კომპანია Apple ინდოეთში მხოლოდ iPhone SE-სა და 6S-ს აწარმოებდა. SE-ს აწყობა 2017 წლიდან ხორციელდება. 2018 წლის ზაფხულიდან კი, კორპორაციამ, ქალაქ ბანგალორში, კარნატაკას შტატში, Wistron-ის ქარხანაში iPhone 6S-ს წარმოება დაიწყო. აღნიშნულ ქარხნებში ნაწარმოები პროდუქტი კი, მხოლოდ ინდოეთში იყიდება.

Comments
Loading...