კომპანია Apple-ის მოგებამ IV კვარტალში რეკორდული 64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

6

კომპანიამ Apple, IV კვარტლის მონაცემებით, რეკორდული მოგება აჩვენა, რამაც 64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2% გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კომპანიის სუფთა მოგება IV კვარტალში 4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 13,7 მილიარდ აშშ დოლარამდე. IV ფინანსური კვარტალი 28 სექტემბერს დასრულდა.

Apple ახალი სტრიმინგ სერვისის ჩასაშვებად ემზადება და მომსახურების სეგმენტში მნიშვნელოვან ზრდას ელის, რაც მოიცავს მუსიკას, ციფრულ გადახდებს და პროგრამულ პროდუქტებს, აგრეთვე აქსესუარების სეგმენტს. კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი აღნიშნავს, რომ Apple-მა საუკეთესო ზრდა სწორედ IV ფინანსურ კვარტალში აჩვენა.

კუკმა აღნიშნა, რომ მოგებამ მხოლოდ Apple-ს სერვისებისგან IV კვარტალში რეკორდულ 12,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთელი მოგების 19,5%-ია. კომპანიის პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის I კვარტალში მოგება 85,5-89,5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

სექტემბერში Apple-მა სამი ახალი iPhone წარადგინა – iPhone 11, iPhone 11 Pro და მისი გაუმჯობესებული ვერსია iPhone 11 Pro Max. iPhone 11 ბიუჯეტური გაჯეტია, წინა წლის iPhone XR-ის მოდელის მემკვიდრე.

Comments
Loading...