კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

14

დღეს, გამთენიისას ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, ავარიულად დაზიანდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.  აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები, გართულებული ტექნიკური სამუშაოების გამო შეფერხებულია საგზაო მოძრაობა.

ამ დროისთვის ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შეიცვალა მილის სამ მეტრამდე სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი. აბონენტებს წყალმომარაგება დღეს 17:00 საათზე აღუდგება.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

Comments
Loading...