კომპანია სილქნეტი პრევენციულ ზომებს ატარებს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგოდ

25

თანამშრომლებისა და მომხმარებლის, ასევე მთელი საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვისა და ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია სილქნეტი 24 საათიან რეჟიმში იმყოფება, რათა ყველა საჭირო ნორმის დაცვით უზრუნველყოს ვირუსის პრევენცია პანდემიის პერიოდში.

სილქნეტმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი რესპირატორული ვირუსის COVID-19-ის საქართველოში გავრცელების პირველივე დღეებიდან ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, სილქნეტი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, რათა არ შეიქმნას ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე ერთ სივრცეში მყოფი ადამიანებისთვის. ამასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური შიდა კომუნიკაცია სრული ინფორმირებისთვის, როგორც კომპანიის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ასევე ზოგადი უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ბოლო პერიოდში ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული თანამშრომლები იმყოფებიან 14 დღიან იზოლაციაში. გაუქმდა ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს ვიზიტი უცხოეთში. ასევე, ადრეული პრევენციის მიზნით, ვირუსის საყოველთაო გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე, კომპანიამ სტრატეგიული პროექტი შეაჩერა და გააუქმა ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ვენდორის ვიზიტი.

მომსახურების ოფისები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დროებით დაკეტილია, ხოლო დანარჩენ სერვის ცენტრებში გატარებულია ყველა პრევენციული ზომა.  თბილისისა და რეგიონების ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ოფისებში ტარდება პერიოდული დეზინფექცია. ყველასთვის ხელმისაწვდომია სადეზინფექციო ხსნარები ოფისებში. კომპანიამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველივე შემთხვევიდან მოახდინა აღნიშნული უსაფრთხოების ზომების მიღება.

იმ თანამშრომლებს, ვისაც უწევთ უშუალოდ საცხოვრებელ ფართებსა და დაწესებულბებში ადგილზე მისვლა აბონენტებთან, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ეკიპირებით, რათა ეს ვიზიტები უსაფრთხო იყოს, მათი და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის.

გარდა აღნიშნული პრევენციული ზომებისა, სილქნეტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი გახადა უფასო და არსებულ 10 ფიქსირებულ სატელეფონო ხაზს, ასევე, კიდევ 20 არხი დაუმატა უფასოდ, ონლაინ სწავლებაზე გადასულ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას და იმ საკარანტინო ზონებს, სადაც მოქალაქეები იმყოფებიან იზოლაციაში აწვდის გაზრდილი სიჩქარის ინტერნეტს. წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა სპეციალურად შექმნილი COVID-19-ის ცხელი ხაზის ნომერი. ზარები უფასოა როგორც აბონენტისთვის, ასევე წითელი ჯვრისთვის.

ონლაინ სწავლების ხელშესაწყობად, გარდა ინტერნეტით უზრუნველყოფისა, სილქნეტი უფასოდ აწვდის სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებზე გათვლილ სერვისს „საშინაო სკოლა“. ეს პორტალი ხელმისაწვდომია, როგორც ტელევიზორით, ასევე სმარტფონით და კომპიუტერით. იმ აბონენტებისთვის, რომლებიც არ იყვნენ აქამდე დარეგისტრირებული ამ პორტალზე, კომპანია გააუქმებს რეგისტრაციის აუცილებლობას, რათა ყველა მსურველმა მომენტალურად შეძლოს „საშინაო სკოლით“ სარგებლობა. ამჟამად, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტან, რათა მოშორებულ რეგონებში, სადაც არ არის ინტერნეტი, სკოლის მოსწავლეთათავის სილქნეტის „საშინაო სკოლა“ გავიდეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე.

თითქმის ყველა სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ, სილქნეტის მობილური აპლიკაციის (My Silknet) და ვებ პორტალის მეშვეობით. ოფისში მისვლის გარეშე, აბონენტი შეძლებს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ან მომსახურება: გადახდები, პაკეტის ყიდვა-გააქტიურება და ა.შ. ქოლ ცენტრის მომსახურება, ასევე, გადასულია განსაკუთრებულ რეჟიმზე და გარდა ჩვეული მომსახურებისა, აბონენტებს უზრუნველყოფს დამატებითი სერვისების მიწოდებით, რათა ამ გზითაც, გამოირიცხოს ოფისში მისვლის აუცილებლობა.

სილქნეტი მზადაა სათანადო ღონისძიებები გაატაროს ყველა მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოაჩინოს საჭიროება და ოპერატიულად მიიღოს ზომები.

Comments
Loading...