კომპანია “სენსეს”-მა ბათუმის ინფექციურს უსასყიდლოდ გადასცა საბნები, ბალიშები და თეთრეული

6

კომპანია “სენსეს”-მა ბათუმის ინფექციურს უსასყიდლოდ გადასცა საბნები, ბალიშები და თეთრეული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ საკარანტინო ზონებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებს, უფასოდ გადასცენ კომპლექტი. “აიპრესი” მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მსგავსი აქცია გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს საზოგადოების ფართო მასებისთვის.

“ჩვენ ვგრძნობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, სრულიად უსასყიდლოდ, სტაციონარისთვის საბნები, ბალიშები და თეთრეული გადავეცით.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ საკარანტინო ზონებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებს, უფასოდ გადავცეთ კომპლექტი.

ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას.

ადგილობრივი წარმოების კომპანია ,,სენსესი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ერთხელ გთხოვთ, დავიცვათ სპეციალისტების რეკომენდაციები.

#სიკეთე_გადამდებია
#დამზადებულია_საქართველოში

Comments
Loading...