კომპანია “კარფურის” მიმართვა თანამშრომლებს

18

კომპანია კარფური თანამშრომლებს მიმართავს.

“გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით, ჩვენს მოლარეებს, კონსულტანტებს, მომსახურე პერსონალს, ყასაბებს, მცხობელებს, ურიკების მეთვალყურეებს, ხილ-ბოსტნის, კლიენტთა მომსახურების, მომარაგების და მომწოდებლის, დაცვისა და დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად უდგანან არა მარტო კომპანიას არამედ მთელ ქვეყანას.

მადლობა რომ თავდაუზოგავად შრომობთ იმისათვის, რომ უწყვეტად უზრუნველყოთ პროდუქციის მოწოდება რათა დააკმაყოფილოთ თითოეული მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა. თქვენ ჩვენი გმირები ხართ. მადლობა გუნდური სულისკვეთებისთვის და თანადგომისთვის. ერთად ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით.” – ნათქვამია მიმართვაში.

Comments
Loading...