კომპანია “იმერი” Marks & Spencer -ის ხარისხის სერტიფიკატის მფლობელია

10

სამკერვალო კომპანია იმერის ისტორია 90 წლის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო 20 წელია მისი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გამოჩნდა, პარტნიორები კი მსოფლიო დონის ცნობილი ბრენდებია.

იმერის სამარკო ნიშნით შეკერილი ნაწარმი საქართველოში დიდი პოპულარობოთ სარგებლობს და პროდუქციაზე მოთხოვნაც ყოველწლიურად იზრდება.

საქმიანობის გაფართოების მიზნით, პროექტის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საწარმოში დიდი ცვლილებები მოხდა: აღდგა და კაპიტალურად გარემონტდა მეორე საამქრო, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ პროექტის შედეგად გახდა შესაძლებელი იმერის მიერ Marks & Spencer -ის, ბრიტანეთის წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებლისა და მსოფლიო ბრენდის აუდიტის წარმატებით გავლა და კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორის შეძენა.
კომპანია ,,იმერი” მესამეა საქარველოში BTMtextile-სა და MGM-ის შემდეგ, რომელსაც Marks & Spencer -ის ხარისხის სერთიფიკატი გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის BTMtextile-ის უშუალო დახმარება და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო სერტიფიკატის მიღებისათვის.

Comments
Loading...