კომპანია „იანდექსმა“ რობოტი-კურიერის ტესტირება დაიწყო

7

კომპანია „იანდექსმა“ რობოტი-კურიერის ტესტირება დაიწყო, რომელიც პატარა ზომის და მსუბუქი ტვირთების გადასატანად. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თავად კომპანია, თავის ბლოგზე წერს.

მოწყობილობა, რომელსაც „იანდექს.როვერი“ ჰქვია, წარმოადგენს აპარატს, რომლის სიმაღლეც დაახლოებით ნახევარი მეტრია და რომელსაც ფეხით მოსიარულის სიჩქარით გადაადგილება შეუძლია.

მოწყობილობის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათ უკვე არსებული ტექნოლოგია გამოიყენეს ახალი ამოცანების გადაჭრისთვის.

კომპანია „იანდექსში“ აცხადებენ, რომ მოწყობილობის ტესტირება საფეხმავლო ბილიკებზე, კომპანიის შტაბ-ბინის სიახლოვეს მიმდინარეობს. რობოტ-კურიერს, ტესტირების ფარგლებში ევალება შტაბ-ბინიდან დოკუმენტების აღება და ავტობუსამდე მიტანა. ავტობუსს კი აღნიშნული დოკუმენტები კომპანიის სხვადასხვა ოფისებში მიაქვს. რობოტი თავისით გადაადგილდება, ხოლო ოპერატორი მის მუშაობას უბრალოდ აკვირდება.

Comments
Loading...