კომპანია “დაფნა” და ბრენდი “ჩვენი სუფრა” უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში ჩარიცხა 300 000 ლარი

41

მაღალი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „დაფნამ“ და მისმა კუთვნილმა ბრენდმა “ჩვენი სუფრა” მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ფონდში StopCov გადარიცხა.

300 000 ლარი. შემოწირულობა გაიხარჯება ეპიდემიის დამარცხების მიზნით, სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

„აღნიშნული ღონისძიება არის ის მცირედი, რითიც კომპანია გამოხატავს სოლიდარობას და თანადგომას საზოგადოების მიმართ. თუმცა ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვენთაგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.“

აღსანიშნავია, რომ კომპანია „დაფნა“ აგრძელებს ფუნქციონირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე. მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მომარაგებასა და რეალიზებას.

Comments
Loading...