- Advertisement -

კომპანია “გაზპრომი” ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას 1 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის

3

რუსულმა კორპორაციამ “გაზპრომი”, ავსტრიისთვის გაზის მიწოდების მოცულობა 1 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდა. კონტრაქტის შესაბამისს დამატებით პირობას ექსპორტთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერომ და ავსტრიული ნავთობის კომპანია OMV-ს თავმჯდომარემ რაინერ ზელემ. ხელმოწერა სანკტ-პეტერბურგში შედგა.

მილერმა განაცხადა, რომ 2018 წლის ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთიდან ავსტრიისთვის მიწოდებული გაზის საერთო მოცულობამ 8,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ერთი-მესამედით აღემატება.

ზელემ გაზზე მოთხოვნის ზრდა იმით ახსნა, რომ გაზის ელექტროსადგურები უარს აცხადებენ ნახშირზე.
OMV – ეს ავსტრიაში კომპანია “გაზპრომის” მთავარი პარტნიორია. ორივე კომპანია გაზის სფეროში მუშაობს.

მიმდინარე წლის ივნისში კომპანიებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ავსტრიაში რუსული გაზის ექსპორტის 2040 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. წინა შეთანხმების მიხედვით კი, გაზის ექსპორტი 2028 წელს უნდა დასრულებულიყო.

Comments
Loading...