კომპანია “გაზპრომის” მოგება 63%-ით გაიზარდა და ბოლო 7 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

5

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, კომპანია “გაზპრომის” სუფთა მოგება, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 199,468 მილიარდი რუბლი შეადგინა. შესაბამისი მონაცემები კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამაზე მაღალი მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში 7 წლის წინ არის დაფიქსირებული, 2012 წლის მარტში, როდესაც კომპანიამ 287 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. მაშინ მოგება 4,2%-ით გიზარდა და 1 ტრილიონ 452,3 მილიარდი რუბლი შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთში, გაზის გაყიდვებით მიღებული მოგება 1,3%-ით შემცირდა, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი 6,33%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...