კომპანიამ Tesla 2018 წელს რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გამოუშვა

7

კომპანიამ Tesla განაცხადა, რომ 2018 წელს მის მიერ წარმოებულმა ელექტრომობილების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

2018 წლის ბოლოს კომპანიამ 86,5 ათასი ელექტრომობილი გამოუშვა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და კომპანიის სრულ რეკორდს წარმოადგენს.

კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების ძირითადი ნაწილი – 61 ათასზე მეტი – 5-ადგილიანი სედანი Tesla Model 3-ია. დანარჩენი 25 ათასი კი უფრო ძველი მოდელებია – სედანი Tesla Model S და კროსოვერი Tesla Model X.

გაიზარდა არამხოლოდ წარმოება, არამედ კომპანიის მიწოდებაც და 90,7 ათასი ავტომობილი შეადგინა, რაც აგრეთვე 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, 2018 წელს კომპანიამ ბაზარზე 245 ათასი ავტომობილი გაიტანა, რაც ფაქტობრივად იმდენია, რამდენი მანქანაც კორპორაციამ ერთად აწარმოა გასული წლების განმავლობაში ერთად აღებული.

Comments
Loading...