კომპანიამ SpaceX, რაკეტა-მზიდი Falcon 9, 60 თანამგზავრთან ერთად ორბიტაზე გაუშვა

3

კოსმოსური ტექნიკის ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანიამ SpaceX, 60 თანამგზავრ Starlink-თან ერთად რაკეტა-მზიდი Falcon 9 გაუშვა.

მისია Starlink განკუთვნილია გლობალური ინტერნეტ ქსელისთვის. SpaceX-ის გაშვების შესაბამისი ვიდეო კომპანიის Twitter ექაუნთზე ქვეყნდება.

როგორც CNN იუწყება, რაკეტა შტატ ფლორიდაში არსებული კოსმოდრომიდან აფრინდა. გაშვებიდან ერთი საათის შემდეგ, კომპანიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამგზავრები ორბიტაზე, დანიშნულების ადგილზე გაიყვანეს.

წინა ჯერზე, რაკეტა-მზიდი Falcon 9, Starlink-ის 60 თანამგზავრთან ერთად მიმდინარე წლის მაისში გაუშვეს.

Comments
Loading...