კომპანიამ Huawei აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო

7

ჩინური კომპანია Huawei უარყოფს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალს მას შეერთებული შტატებს სდებს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

“Huawei უარყოფს ინფორმაცია, რომ კომპანიამ, შვილობილმა კომპანიებმა, ან ფილიალებმა დაარღვიეს აშშ-ის კანონმდებლობის რომელიმე მუხლი. აგრეთვე, კომპანიას არ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფინანსურმა დირექტორმა მენ ვანჩჟოუმ დაარღვია კანონი. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის სასამართლოც ამ დასკვნამდე მივა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კომპანიას Huawei, ჯაშუშობაში, თაღლითობაში და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ოფიციალურად დასდო ბრალი.

კომერციული საიდუმლოებების მოპარვის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ხოლო თავად მოვლენა 2012 წელს მოხდა. გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ თავისი ინჟინრები გააგზავნა ამერიკულ კომპანია T-Mobile-ში, რათა რობოტ ტარრუს მუშაობა შეესწავლათ. რობოტი კი სმარტფონის მოხმარების იმიტაციას ახდენს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აგრეთვე აცხადებს, რომ Huawei-მ საბანკო თაღლითობაც ჩაიდინა.

რაც შეეხება Huawei-ს ფინანსურ დირექტორს მენ ვანჩჟოუს, მას დამატებით 13 პუნქტის მიხედვით წაუყენებენ ბრალს. ამ ეტაპზე იგი კანადაში იმყოფება და ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...