კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 336.1 მილიონი ლარით გაიზარდა

11

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, 336.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 26.1 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.7 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248.4 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.8 პროცენტით ანუ 111.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 13.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.14 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.22 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...