კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 2.11%-ით გაიზარდა

8

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 30.75 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით (1.52%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.47 მლნ ლარით (2.59%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.71%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.30%-ით, ანუ 198.19 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 15.42 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.51 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...