კოვზანაძე: სებ-ი დამოუკიდებელი ორგანოა, პარლამენტი უფრთხილდება მის დამოუკიდებლობას

11

„ბატონ კობა გვენეტაძესთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, მკვეთრად შეიცვალა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშის განხილვის ფორმატი როგორც კომიტეტებზე, ასევე საპარლამენტო სესიაზე“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშის შეფასებისას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თუ აქამდე სებ-ის ანგარიშის წარდგენა კომიტეტზე ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ახლა მიმდინარეობს „შედეგებისა და ცალკეული საკითხების სიღრმისეული, ფუნდამენტური, ნამდვილად პროფესიონალური განხილვები“.

„ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, საქართველოს პარლამენტი უფრთხილდება მის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, ამასთანავე, ახორციელებს ეროვნული ბანკის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლსა და ზედამხედველობას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...