კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა ადექვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს

9

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ წარადგინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მხარდაჭერა, რომელიც მან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატა გატარებული რეფორმების გამო.

„ცხოვრება მაინც წინ მიდის, ქალბატონ ლაგარდის ნათქვამს რომ დავესეხო, ჩვენ რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ. ეროვნულმა ბანკმა, მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადექვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ტურისტულ სექტორში ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და ლარის კურსის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...