კლინიკა “კურაციოში” მომსახურების მიღება განახლდა

9

• პაციენტებმა, სამედიცინო მომსახურების მისაღებად კლინიკაში ვიზიტი წინასწარ, ცხელი ხაზის მეშვეობით უნდა დაჯავშნონ.
• დისტანციური სერვისებით სარგებლობას პაციენტები კვლავ სრული დატვირთვით შეძლებენ.
• პირადი ექიმის, პედიატრისა და სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაცია “ჯიპიაი ჰოლდინგსა” და “ირაოში” დაზღვეულებს კვლავ, 100%-ით ეფარებათ.

“ჯიპიაი ჰოლდინგის” საბაზისო კლინიკა “კურაციომ” პაციენტების მიღება განაახლა. კლინიკა ყველა მსურველს, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება და სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. “კურაციო” ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ამიტომ, ვირუსული ინფექციების, განსაკუთრებით კი Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, კლინიკაში პაციენტების ნაკადების უსაფრთხოდ მართვის სქემა კვლავ მოქმედებს.

ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიღებას, პაციენტები მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემდეგ შეძლებენ. წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლადაც. კლინიკაში აცხადებენ, რომ ცვლილებები მიუხედავად დისტანციური მომსახურების სერვისები კვლავ სრული დატვირთვის მუშაობს და პაციენტებს საშუალება აქვთ პირადი ექიმის, პედიატრის და სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციით ისარგებლონ. “ჯიპიაი ჰოლდინგის” და “ირაოს” დაზღვეულებს ეს მომსახურება 100%-ით ეფარებათ.

მეი ჭანტურია, კლინიკა “კურაციოს” გენერალური დირექტორი : “ ერთ თვეზე მეტია პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში , შეუფერხებლად ვუწევთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება კლინიკაში მომსახურების მიღება საგანგებო რეჟიმში განვაახლოთ.
ზედმიწევნით ვიცავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ჩვენთან მოსულ პაციენტები მომსახურებას უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიიღებენ. ჩვენთვის მთავარია ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს პაციენტებს, ამიტომ, კვლავ სრული დატვირთვით იმუშავებს დისტანციური მომსახურების სერვისებიც და ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თავად გადაწყვიტონ რა ფორმით მიიღონ მომსახურება- დისტანციურად თუ კლინიკაში ვიზიტის მეშვეობით.”

საგანგებო რეჟიმის გათვალისწინებით, დროებით შეიცვალა სამუშაო საათები და “კურაციო” ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 15:00 საათამდე, შაბათს კი 14:00 საათამდე მოგემსახურებათ. კლინიკაში ვიზიტის ან ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის დაჯავშნა შესაძლებელია ვებ გვერდის www.mygpi.ge, აპლიკაციის MyGpih და კურაციოს ცხელი ხაზის 0322430101 მეშვებოთ.

სრულად დისტანციური მომსახურების რეჟიმზე “კურაციო” ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მარტის ბოლოს გადავიდა. 31 მარტიდან პაციენტები პედიატრის, პირადი ექიმის და ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციას დისტანციურად იღებდნენ.დისტანციური მომსახურება ვრცელდება როგორც თბილისის ფილიალზე, ასევე „კურაციოს“ ოჯახის ექიმების სამსახურებზე შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი.

Comments
Loading...