- Advertisement -

კიკნაველიძე: “ომეგა ჯგუფი” მაქსიმალურად ცდილობს, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი

9

ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ “საქართველოს ბანკსა” და “ომეგა ჯგუფს” შორის არსებულ სასამართლო დავაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ომეგა ჯგუფი” მაქსიმალურად ცდილობს, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი. “საქართველოს ბანკის” მიმართ “ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ჩვენ 2016 წლის მარტიდან უკვე სასამართლო დავაში ვართ.

სასამართლო მიმდინარეობს. მეორე მხარე ცდილობს, რომ პროცესი რაც შეიძლება გააჭიანუროს, თუმცა “საქართველოს ბანკი” ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს, რომ მისი ინტერესი დაიცვას”, – განაცხადა კიკნაველიძემ.

Comments
Loading...