კერძო სექტორისა და ფიზიკური პირების ჩართულობა ხანდაზმული ადამიანების დახმარების აქციაში გრძელდება

15

დღეს ვაკის გამგეობას ნობათები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და კომპანიებმა „მეტი დეველოპმენტი“, „კოკა-კოლა“, „ევროპროდუქტი“, „არდი“, „ჯორჯიტა“ გადმოგვცეს.

ვაკის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის, ამჯერად, კიდევ 180 სასაჩუქრე ნაკრები დაემატა.
ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

 

Comments
Loading...