კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, არცერთ პროექტზე გაგვიჩერებია სამუშაოები!

32

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწევს რაღაც გადახედვები, თუმცა არ ნიშნავს რომ ყველა ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობდით არ განხორციელდება”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია. წლის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტურქტურული პროქტების განხორციელბა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწევს რაღაც გადახედვები, თუმცა არ ნიშნავს რომ ყველა ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობდით არ განხორციელდება, განხორციელდება თუმცა, პრიორიტეტებიდან გამომდინარე დროში გადაიწევს. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, ჩვენ, არცერთ პროექტზე არ გაგვიჩერებია სამუშაოები, შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული გარემოება, ყველა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა”-ამბობს კალაძე.

Comments
Loading...