კახა კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელია, ამას გავაკონტროლებთ

3

“ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას, კონტროლს”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება. საზოგადოებამ კი აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე საზოგადოებრვი ტრანსპორტით სარგებლობისას:

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზეგიდან დაიწყებს მუშაობას, მინდა საზოგადოებამ იცოდეს. როგორც მეტროში, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას, კონტროლს”-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  რომ დედაქალაქის მეტროპოლიტენი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტიდან გაჩერებული იყო. 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

Comments
Loading...