“კარფური” უკვე რუსთავშია – ფრანგული ბრენდის მე-17 ქსელი საქართველოში

42

კომპანია „კარფური“ განაგრძობს ახალი ფილიალების გახსნას და გაფართოებას.

ამჯერად მან გეზი რუსთავისკენ აიღო და თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს მეგობრობის გამზირის N23 სთავაზობს, სადაც „კარფურის“ მოყვარულებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ.

რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, კარფური ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.

,,ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებით საქართველოში და მიხარია ასე სწრაფად რომ ვიზრდებით. ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელიც იზრდება. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის..“- აცხადებს ქრისტოფ ორსე კარფურის გენერალური დირექტორი.
კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 17 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.

კარფურის ახალი ფილიალი, რუსთავში მეგობრობის გამზირის 23 ნომერში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 12:00 – საათამდე მოემსახურება.

კარფური განაგრძობს გაფართოების შესაძლებლობათა ძიებას, რათა შოპინგის უნიკალური გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს. რაც შეეხება გაფართოებას, კარფურმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში, ბათუმში კარფურის მეორე ფილიალი გაიხსნება. კომპანია ისეთ ქალაქებში შესვლასაც განიხილავს, როგორიცაა ქუთაისი, თელავი, გორი, ზუგდიდი და სხვ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკუთარ იუბილეზე „კარფურმა“ 7 წლიანი სიყვარულის დასტურად, ერთგული მომხმარებლისთვის დაგროვების პროგრამა შემოიღო.

1. იმისათვის რომ გადხე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და APP store-ში.
2. დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაი ქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.
3. “მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” shercheul კატეგორიებზე.
4. 100 ქულა = 10 ლარს.
5. ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.
6. დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!

 

 

Comments
Loading...