“კარფური” უკვე ზუგდიდშია – ფრანგული ბრენდის 24-ე ფილიალი სამეგრელოში გაიხსნა

13

ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ განაგრძობს ახალი ფილიალების გახსნას და გაფართოებას.

ამჯერად მან გეზი სამეგრელოსკენ აიღო და თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს ზუგდიდში აღმაშენებლის N6 სთავაზობს, სადაც „კარფურის“ მოყვარულებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ.

რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, კარფური ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.

,,ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებით საქართველოში და მიხარია ასე სწრაფად რომ ვიზრდებით. ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელიც იზრდება. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის..“- აცხადებს ქრისტოფ ორსე კარფურის გენერალური დირექტორი.

კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 24 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.

კარფურის ახალი ფილიალი, ზუგდიდში აღმაშენებლის 6 ნომერში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 22:00 – საათამდე მოემსახურება.

Comments
Loading...