“კარფური” უკვე ვენდუზეა – ფრანგული ბრენდი ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გაფართოებას აგრძელებს

9

კომპანია „კარფური“ თბილისსა და რეგიონებში ახალი ფილიალების  გახსნის შემდეგ, ციფრული მიმართულებითაც აგრძელებს გაფართოებას და ონლაინ გაყიდვების უმსხვილესი ქსელის წევრი ხდება.

ამ სიახლეს კომპანია როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებელს სთავაზობს, რომლებსაც უკვე საყვარელი ბრენდის სასურველი პროდუქციის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

„კარფურმა“ გადაწყვიტა, შოპინგის ეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პანდემიის შემდეგ გახდა,  კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი დაზოგავს თავის დროსა და ენერგიას.

მართალია „კარფურის“ დაბადების დღის სააქციო და სასაჩუქრე ჟრიამულმა სულ ახლახანს ჩაიარა, მაგრამ კარფური აგრძელებს მომხმარებლების სიურპრიზებით განებივრებას, ამჯერად მომსახურების ახალი მიმართულებით.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, „ვენდუს“ პლატფორმით მიიღოთ შემდეგი სახის  პროდუქცია 24 საათის განმავლობაში:

  • სამზარეულოს აქსესუარები
  • აბაზანის აქსესუარები
  • სახლის დეკორაცია
  • სამეურნეო პროდუქცია
  • ეზოს ავეჯი და დეკორაცია

აღსანიშნავია, რომ visa – ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20% – ფასდაკლებით ისარგებლებენ.  ძალიან მალე, ეს ფასდაკლება შეგიძლიათ კარფურის მრავალფეროვან საახალწლო კოლექციაზეც გამოიყენოთ, რომელიც ასევე „ვენდუზე“ განთავსდება.

ამჟამად ვენდუზე განთავსებულია 400-ზე მეტი მაღაზია, 40 000-ზე მეტი პროდუქტით. აღნიშნული პროდუქტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეუძლია შეარჩიოს სასურველი ნივთები 24/7  ყიდვის შესაძლებლობით.

ვენდუ არის საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ სივრცე, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებითა და მაქსიმალური კომფორტით. ამ ეტაპზე, ვენდუზე 20 მსხვილი კატეგორიაა, რომელსაც დამატებით ქვეკატეგორიები აქვს, ხოლო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი დღითი-დღე იზრდება.

ვენდუს აქვს მიტანის სერვისი, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს.

რაც შეეხება „კარფურს“, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში  კარფური 29 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

Comments
Loading...